Accessibility links

logo-print

ევროკომისია აქვეყნებს წინადადებებს, რომლებიც ევროზონის


ევროკომისია აქვეყნებს წინადადებებს, რომლებიც ევროზონის

ევროკომისია აქვეყნებს წინადადებებს, რომლებიც ევროზონის
ქვეყნებს ბიუჯეტის შედგენისას მეტ თავისუფლებას ანიჭებს. ევროზონის ქვეყნების ნახევრაზე მეტში ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის სამ პროცენტზე მეტს, ანუ დადგენილ ლიმიტზე მეტს შეადგენს. საფრანგეთი და გერმანია უკვე მესამე წელია არღვევენ სამ-პროცენტიანი დეფიციტის წესს. მიუხედავად ამისა, მათ მიმართ რაიმე საჯარიმო ღონისძიება არ განხორციელებულა. ევროკომისია ემხრობა სამპროცენტიანი საბიუჯეტო დეფიციტის შენარჩუნებას, თუმცა, ამავე დროს თანახმაა ნაკლებად მკაცრად მიუდგეს ქვეყნებს, რომლებიც მას დაარღვევენ, განსაკუთრებით კი ნელი ეკონომიკური განვითარების პირობებში.
XS
SM
MD
LG