Accessibility links

logo-print

აბაშიძის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო


დღეს დილის 10 სთ-დან აჭარის უზენაეს სასამართლოში დაიწყო პროცესი ასლან აბაშიძისა და მისი ნათესავებისთვის დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და

სახელმწიფოსთვის გადაცემის გარკვევის მიზნით. პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს, თუმცა, როგორც აჭარის პროკურატურის წარმომადგენელი ვლადიმერ ხუჭუა ვარაუდობს, იგი დღესვე დასრულდება. ხუჭუას განცხადებით, სასამართლო პროცესს 30-მდე იურიდიული პირი და ორგანიზაციის წარამომადგენელი ესწრება. პროცესის დღესვე დასრულებაში დარწმუნებულია ასლან და გიორგი აბაშიძეების ადვოკატი შალვა შავგულიძეც, რომელიც აცხადებს, რომ მისი არც ერთი მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. რა ქონებას ედავება აჭარის პროკურორი გიორგი პაპუაშვილი აჭარის ყოფილ ლიდერსა და მის ნათესავებს?

[სასამართლოს ხმა]

აჭარაში დილის 10 საათიდან დაწყებული პროცესი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასამართლომ გუშინ მხარეთა მტკიცებულებები მოისმინა და, როგორც ასლან და გიორგი აბაშიძეების ადვოკატი შალვა შავგულიძე აცხადებს, მისი არც ერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა. აჭარის პროკურატურის სარჩელის მიხედვით, სასამართლო ცდილობს გაარკვიოს რამდენად კანონიერად ფლობს 30 იურიდიული და ფიზიკური პირი 100 მლნიან ქონებას. პროკურორი ვლადიმერ ხუჭუა ეჭვობს, რომ მოპასუხე მხარე განგებ აჭიანურებს პროცესს, და დარწმუნებულია, რომ აჭარის ყოფილ ლიდერსა და მის ნათესავებს აღნიშნული ქონება უკანონო ქმედებების შედეგად აქვთ შეძენილი:

[ვლადიმერ ხუჭუას ხმა] ,, პროკურატურამ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, ამის საპირისპიროდ მხარეებმა წარმოადგინეს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც პროკურატურის მტკიცებულებებს ვერანაირად ვერ აქარწყლებდნენ, შესაბამისად, უმიზეზოდ თხოულობდნენ პროცესის გადადებას, რომ პროცესი გადადებულიყო რაც შეიძლება დიდი ხნით. ამ პროცესის მთავარი მიზანი არის ასლან აბაშიძისა და მისი კლანის დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა.”(სტილი დაცულია)

დარღვეულია დაცვის უფლება. პროკურატურას ისიც კი არა აქვს გარკვეული, ზუსტად რომელი წლებიდან ედავება აჭარის ყოფილ ლიდერს უკანონოდ შეძენილ ქონებას. საქმეში ფიგურირებს როგორც 1991-2004, აგრეთვე 2000-2004 წლები. აბაშიძეების ადვოკატი შალვა შავგულიძე დარწმუნებულია, რომ სასამართლო პროკურატურის სასარგებლოდ გამოიტანს გადაწყვეტილებას. მისი აზრით, ქონების დაუსაბუთებლად შეძენა და სასამართლო პროცესის ასეთი ტემპით განხილვა ერთნაირი დანაშაულია. ადვოკატს ქართული სამართლის არ სჯერა:

[შალვა შავგულიძის ხმა] ,,პროკურატურა ცდილობდა, რაც შეიძლება სწრაფად და ცაიტნოტის რეჟიმში მომხდარიყო ამ სარჩელის განხილვა; სასამართლო სრულიად დაჰყვა სასამართლოს ნებას; ჩვენ, დაცვის მხარეს, არ მოგვეცა საშუალება, რომ სათანადოდ მოვმზადებულიყავით დაცვისათვის. ამას გავასაჩივრებთ საქართველოს უზენაეს სასამართლოში. მე ვფიქრობ, საქართველოს უზენაესი სასამართლოც ასევე მორჩილად გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, სამაგიეროდ, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ყოველივე ეს ერთობლივად გავასაჩივროთ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში.”

პროცესი საკმაოდ ხმაურიანად მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას მისი დასრულება სურდა, იგი მაინც გადაიდო. შალვა შავგულიძე დარწმუნებულია, რომ ორშაბათს განახლებული სასამართლო პროცესი პროკურატურის გამარჯვებით დამთავრდება.
XS
SM
MD
LG