Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ხელისუფლებამ 4 სექტემბერს დაადასტურა


რუსეთის ხელისუფლებამ 4 სექტემბერს დაადასტურა, რომ ბესლანის სკოლაზე განხორციელებული შტურმის დროს დაღუპულთა რაოდენობა 300 ადამიანს აღემატება

რუსეთის ხელისუფლებამ 4 სექტემბერს დაადასტურა, რომ ბესლანის სკოლაზე განხორციელებული შტურმის დროს დაღუპულთა რაოდენობა 300 ადამიანს აღემატება
რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის მოადგილის სერგეი ფრიდინსკის ინფორმაციით, სკოლის შენობიდან გატანილია 322 ცხედარი, დაღუპულთა შორის 155 ბავშვია. ბესლანში 4 სექტემბერს გამთენიისას მცირე ხნით რუსეთის პერზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩავიდა და სავადმყოფოებში მყოფი დაჭრილები მოინახულა. რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მძევალთა გასათავისუფლებლად შტურმის დაწყება მოულოდნელად, მოვლენების განვითარების შინაგანი ლოგიკით მოხდა.
[ვლადიმერ პუტინის ხმა] "რა თქმა უნდა ჩვენ ვითვალისწინებდით მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტს, მაგრამ შტურმისათვის არ ვემზადებოდით. მოვლენები ძალიან სწრაფად, მოულოდნელად და საკუთარი შინაგანი ლოგიკის მიხედვით განვითარდა. სპეცრაზმმა და რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა მამაცობა და არ დაუზოგავს საკუთარი თავი." შაბათს გაკეთებულ სატელევიზიო მიმართავში რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბოევიკები ამ აქციით ჩრდილოეთ კავკასიაში რელიგიური შუღლის გაღვივებას ისახავდნენ მიზნად. დღესვე რუსეთის პროკურატურის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს აჩვენეს ბესლანში ჩაატრებული ოპერაციის დროს დაღუპული 26 თავდამსხმელის ცხედარი. იუწყებიან, რომ მოკლულთა შორის სამი არაბია. ბესლანში დატრიალებული ტრაგედიის გამო რუსეთში გლოვა გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG