Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო "თავისუფლების" რუსული სამსახურის თანამშრომელი


რადიო "თავისუფლების" რუსული სამსახურის თანამშრომელი ანდრეი ბაბიცკი,

რადიო "თავისუფლების" რუსული სამსახურის თანამშრომელი ანდრეი ბაბიცკი,
რომელიც შეთითხნილი ბრალდებით დაკავებული ჰყავდა მოსკოვის მილიციას, გათავისუფლდა პატიმრობიდან. ანდრეი ბაბიცკი, ხუთშაბათს მოსკოვის ვნუკოვოს აეროდრომში დააკავეს. პოლიციამ მას ჯერ ბრალად წაუყენა ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანა, მაგრამ მას შემდეგ რაც ვერაფერი უპოვეს ბრალად მოსდეს ორი პოლიციელის შეურაცხყოფა. ბაბიცკის გათავისუფლება რუსეთის ხელისუფლებაზე ჟურნალისტთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და რადიო "თავისუფლების" პრეზიდენტის თომას დაინის ზეწოლის შემდეგ მოხერხდა. ანდრეი ბაბიცკი მოსკოვში მაშინ დააკავეს, როდესაც ბესლანში ჩასვლას აპირებდა. ნიშანდობლივია, რომ ბესლანში ჩასვლა კიდევ ერთმა რუსმა ჟურნალისტმა "ნოვაია გაზეტას" თანამშრომელმა ანა პოლიტკოვსკაიამ ვერ შესძლო. ჟურნალისტი ქალი, რომელიც ჩეჩნეთიდან ობიექტური რეპორტაჟების გამო რუსეთის ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი, მძიმედ არის მოწამლული. არსებობს ვარაუდი, რომ იგი თვითმფრინავში მოწამლეს.
XS
SM
MD
LG