Accessibility links

logo-print

შაბათს დელიში გამართული მაღალი დონის


შაბათს დელიში გამართული მაღალი დონის შეხვედრაზე, ინდოეთი და პაკისტანი შეთანხმდნენ

შაბათს დელიში გამართული მაღალი დონის შეხვედრაზე, ინდოეთი და პაკისტანი შეთანხმდნენ
დაიწყონ მოლაპარაკებები ქაშმირის პრობლემის ირგვლივ. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები ინდოეთის დედაქალაქ დელიში ორშაბათს დაიწყება. უფრო ადრე კი პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი მახმუდ კასური ქაშმირელ სეპარატისტთა ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს. უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ქაშმირის გამო ინდოეთსა და პაკისტანს შორის ორჯერ ჰქონდა ომს ადგილი.
XS
SM
MD
LG