Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე


ერაყის ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა და ორმოცი დაიჭრა ერაყის ქალაქ კირქუკშიერაყის

ერაყის ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა და ორმოცი დაიჭრა ერაყის ქალაქ კირქუკშიერაყის
ასაფეთქებელი მოწყობილობით სავსე მანქანის აფეთქების შედეგად. პოლიციის ინფორმაციით მანქანა, რომელსაც თვითმკვლელი მართავდა, პოლიციის აკადემიის შენობასთან აფეთქდა. ჩრდილოეთ ერაყში ამერიკელი სამხედროები და ერაყის სამთავრობო ჯარის ნაწილები ატარებენ ფართომასშტაბიან ოპერაციას ექსტრემისტებსი წინააღმდეგ. ქალაქ ტალ-აფარას შემოგარენში გრძელდება სასტიკი ბრძოლა ავიაციის გამოყენებით. შეტაკების დროს 9 ადამიანი დაიღუპა და 50 დაიჭრა. დღესვე ტელეკომპანია "ალ-არაბიამ" გაავრცელა ინფორმაცია სატვირთო მანქანის თურქი მძღოლის გატაცების შესახებ. გამტაცებლები ითხოვენ, რომ ფირმამ, რომელშიც მძევალი მუშაობს, ფაუყოვნებლივ დატოვოს ერაყი.
XS
SM
MD
LG