Accessibility links

logo-print

ავღანეთში განლაგებული ნატოს ჯარების სარდლობა


ავღანეთში განლაგებული ნატოს ჯარების სარდლობა შიშობს, რომ თალიბთა რაზმები შეეცდებიან

ავღანეთში განლაგებული ნატოს ჯარების სარდლობა შიშობს, რომ თალიბთა რაზმები შეეცდებიან
კიდევ უფრო გააძლიერონ რეიდები ოქტომბრისთვის დანიშნული არჩევნების დღეს. ამის შესახებ ნატოს სარდლობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კენ მაკოლოფმა განაცხადა და დასძინა, რომ ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო ძალები და შეერთებული შტატების სარდლობა უსაფრთხოების დამატებით ზომებს ღებულობენ ავღანეთში არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩასატარებლად, მაგრამ ყველა თავდასხმის პრევენცია შეუძლებელი იქნება. ეს კომენტარი მოჰყვა ავღანეთში ბოლო კვირის განმავლობაში მომხდარ რამდენიმე ძალადობას, რომლის შედეგადაც 20 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG