Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოქალაქე, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის


საქართველოს მოქალაქე, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი ნანა ლეჟავა რუსმა სამართალდამცავებმა

საქართველოს მოქალაქე, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი ნანა ლეჟავა რუსმა სამართალდამცავებმა
და საგარეო უწყების წარმომადგენლებმა ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში შაბათს დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით მას სამართალდამცავები ჟურნალისტის აკრედიტაციას სთხოვდნენ. ნანა ლეჟავა ქალაქ ბესლანში იქ მომხდარი ტერორისტული აქტის გასაშუქებლად იმყოფება. ჟურნალისტის დაკავების ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. სააკაშვილმა სასწრაფოდ მოითხოვა ქართველი ჟურნალისტის გათავისუფლება და საჭიროებსი შემთხევაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კონტაქტის ორგანიზება. დღესვე პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა რუსეთსი ხელისუფლება ბესლანში დატრიალებული ტრაგედიის გამო.
XS
SM
MD
LG