Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტმა


თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტმა ვალერი არშბამ მოხსნა თავისი კანდიდატურა

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტმა ვალერი არშბამ მოხსნა თავისი კანდიდატურა
აფხაზეთის პრეზიდენტოპის პოსტზე. როგორც სააგენტო პრაიმ ნიუსი იუწყება, საკუთარი გადაწყვეტილება არშბამ ახსნა აფხაზეთში შექმნილი შიდა პოლიტიკური სიტუაციით, რომელსაც ფეთქებადსაშიში და გაუთვალისწინებელი უწოდა. ადრე აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი უთხრა ოპოზიციის კანდიდატს ალექსანდრე ანქვაბს. შედეგად აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს ხუთი კანდიდატი: რაულ ხაჯიმბა, სერგეი შამბა, ანრი ჯერგენია, სერგეი ბაღაფში, იაკუბ ლაკობა. საპრეზიდენტო არჩევნები სეპარატისტულ აფხაზეთში 2004 წლის 3 ოქტომბერს ჩატარდება.
XS
SM
MD
LG