Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირი ადასტურებს, რომ შეეცდება


ევროპის კავშირი ადასტურებს, რომ შეეცდება მიაღწიოს გაერთიანებული ერების მიერ სანქციის მიღებას

ევროპის კავშირი ადასტურებს, რომ შეეცდება მიაღწიოს გაერთიანებული ერების მიერ სანქციის მიღებას
, თუკი სუდანის ხელისუფლება არ შეაჩერებს ძალადობას დარფურის პროვინციაში. კერძოდ, შეწყდება სუდანისათვის განკუთვნილი საწვავის მიწოდება და შემცირდება ფინანსური დახმარება, - განაცხადა ევროკავშირის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ ბოტმა. 30 აგვისტოს ამოიწურა გაეროს მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა, რომელიც ავალდებულებდა სუდანის ხელისუფებას განეიარაღებინა არაბული გასამხედროებული რაზმები, რომელბიც დარფურის პროვინციის შავკანიანი მოსახლეობის ტერორიზებას ახდენდნენ. თებერვლიდან მოყოლებული იქ 50 ათასი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG