Accessibility links

logo-print

დელიში ინდოეთისა და პაკისტანის საგარეო


დელიში ინდოეთისა და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოლაპარაკების პირველი რაუნდი გამართეს ქაშმირის შტატის შესახებ.

დელიში ინდოეთისა და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოლაპარაკების პირველი რაუნდი გამართეს ქაშმირის შტატის შესახებ.
მხარეებმა განიხილეს უშიშროებისა და ქაშმირში მშვიდობიანი დარეგულირების საკითხები, აგრეთვე ტერორიზმისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემები. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მანმოჰან სინგჰმა განაცხადა: [სინგჰის ხმა] "ჩვენი მიზანია მოლაპარაკებებში პროგრესს მივაღწიოთ. ჩვენ მის მსვლელობას ნაბიჯ-ნაბიჯ შევაფასებთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ კომპრომისის მიღწევას ისეთი რთული პრობლემის მოგვარებაში, როგორიც ქაშმირია". მოლაპარაკებების წინ პაკისტანის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ხურშიდ კასურიმ ღაზგასმით აღნიშნა, რომ ქაშმირის საკითხი საკვანძო მნიშვნელობისაა სამხრეთი აზიის უსაფრთხოებისთვის.
XS
SM
MD
LG