Accessibility links

logo-print

ევროპის კომისიამ წუთიერი დუმილით პატივი


ევროპის კომისიამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ბესლანში განხორციელებული ტერაქტის

ევროპის კომისიამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ბესლანში განხორციელებული ტერაქტის
შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. ამასთანავე, ევროკომისიის წარმომადგენლებმა წუხილი გამოთქვეს იმის გამო, რომ რუსეთმა "მკრეხელობა" უწოდა კომისიის თხოვნას, განემარტა, როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ასეთი ტრაგედია. ევროპის კავშირის წარმომადგენლის, ემა უდვინის თქმით, ევროკომისიის განცხადება არასწორად იქნა გაგებული. იგი არ შეიცავდა რუსეთის ხელისუფლების კრიტიკას. უდვინმა აღნიშნა, რომ ევროპის კავშირმა უყოყმანოდ დაგმო ბესლანში სკოლის აღების ფაქტი და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და რუსეთის მთავრობას.
XS
SM
MD
LG