Accessibility links

logo-print

ქართველი ხალხი რუს ხალხთან ერთად


ქართველი ხალხი რუს ხალხთან ერთად გლოვობს ჩრდილოეთი ოსეთის ქალაქ ბესლანში

ქართველი ხალხი რუს ხალხთან ერთად გლოვობს ჩრდილოეთი ოსეთის ქალაქ ბესლანში
ტერაქტის შედეგად დაღუპულებს. თბილისში, რუსეთის საელჩოსთან, მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში ყვავილები და გვირგვინები მიჰქონდა. რუსეთის საელჩოს შენობაზე დაშვებულია რუსეთის სახელმწიფო დროშა. რუსეთის საელჩოს პრესსამსახურის ცნობით, დღეს და ხვალ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის კარი ყველა მსურველისთვის ღია იქნება და მათ შესაძლებლობა ექნებათ, სამძიმრის სიტყვები ჩაწერონ საგანგებო “სამძიმრის წიგნში”.
XS
SM
MD
LG