Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ელჩი საქართველოში, ვლადიმერ ჩხიკვიშვილი


რუსეთის ელჩი საქართველოში, ვლადიმერ ჩხიკვიშვილი აცხადებს, რომ ბესლანში დაკავებული "რუსთავი-2"-ის

რუსეთის ელჩი საქართველოში, ვლადიმერ ჩხიკვიშვილი აცხადებს, რომ ბესლანში დაკავებული "რუსთავი-2"-ის
კორესპონდენტისა და ამავე ტელეკომპანიის ოპერატორის გათავისუფლების მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება. ჟურნალისტ ნანა ლეჟავასა და ოპერატორ ლევან თეთვაძეს რუსეთის პროკურატურამ დღეს ოფიციალურად დაადანაშაულა სავიზო რეჟიმის დარღვევასა და საზღვრის უკანონო გადაკვეთაში და მათთვის ათდღიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. საქართველოს მთავრობის კანცელარიის ცნობით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის პრეზიდენტს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ის ვლადიმირ პუტინს სთხოვს, გასცეს განკარგულება დაკავებული ქართველი ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ. ნანა ლეჟავა და ლევან თეთვაძე ჩრდილოეთი ოსეთის ქალაქ ბესლანის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა შაბათს დააკავეს ბესლანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
XS
SM
MD
LG