Accessibility links

6 და 7 სექტემბერი რუსეთში


6 და 7 სექტემბერი რუსეთში გლოვის დღეებად გამოცხადდა. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით,

6 და 7 სექტემბერი რუსეთში გლოვის დღეებად გამოცხადდა. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით,
ჩრდილოეთი ოსეთის ქალაქ ბესლანში განხორციელებული ტერაქტის შედეგად 335 ადამიანი დაიღუპა. დღეს ბესლანის სასაფლაოზე, სადაც ტერაქტის 170-ზე მეტი მსხვერპლი დაკრძალეს, მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. რუსეთის საავადმყოფოებში ჯერ კიდევ რჩება 400-ზე მეტი დაზარალებული, რომელთა ნახევარს ბავშვები შეადგენენ.
სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ჩრდილოეთი ოსეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ძასოხოვმა, რუსეთის პარლამენტის სპიკერმა სერგეი გრიზლოვმა, გენერალურმა პროკურორმა ვლადიმირ უსტინოვმა, მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა. დღესვე, გაზეთ "იზვესტიის" მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან გადადგა რაფ შაკიროვი, რომელმაც რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ გაზეთის მფლობელებმა იგი ბესლანის მოვლენების "მეტისმეტად ემოციურ გაშუქებაში" დაადანაშაულეს.
XS
SM
MD
LG