Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის განცხადებით, ოქტომბერში იგი


ევროპის კავშირის განცხადებით, ოქტომბერში იგი მკაფიოდ და გადაჭრით განაცხადებს,

ევროპის კავშირის განცხადებით, ოქტომბერში იგი მკაფიოდ და გადაჭრით განაცხადებს,
უნდა მიეცეს თუ არა თურქეთს კონკრეტული ვადა კავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების დასაწყებად. აი, რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით ანკარაში ვიზიტად მყოფმა ევროკომისარმა გიუნტერ ფერჰოიგენმა: [გიუნტერ ფერჰოიგენის ხმა] "ჩვენი გადაწყვეტილება სამართლიანი და პატიოსანი უნდა იყოს. და მე პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ მხედველობაში მივიღებთ თურქეთის მიერ განხორციელებულ შთამბეჭდავ რეფორმებს. რა თქმა უნდა, არც იმას დავმალავთ, რომ ზოგი რეფორმის განხორციელების საქმეში არის სიძნელეები, და რომ ზოგი რეფორმა ჯერ არ დამთავრებულა." თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულა გიულმა აღიარა, რომ თურქეთის პოლიტიკურ სისტემაში ჯერ ყველაფერი რიგზე არ არის, მაგრამ განაცხადა, რომ მთავრობა განაგრძობს რეფორმების პროცესს.
XS
SM
MD
LG