Accessibility links

logo-print

ვლადიმერ პუტინი ბესლანის ტრაგედიის ღია გამოძიების წინააღმდეგია, საჯარო კრიტიკა კი ძლიერდება


ორშაბათს უცხოელი ჟურანალისტებისთავის გამართულ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა

,რომ საკმარისია შიდა გამოძიება და იგი ვერ ხედავს ბესლანის დრამისა და მისი საბედისწერო შედეგების საჯარო გამოძიების საჭიროებას. რუსეთის ხელისუფლებისთვის მისაღებია მხოლოდ ტერაქტის საჯაროდ დაგმობა მისივე კარნახით ორგანიზებულ ანტიტერორისტულ მიტინგებზე. მაგრამ ამასობაში რუსეთში სულ უფრო ძლიერდება კრიტიკული დამოკიდებულება ბესლანის კრიზისის დროს ხელისუფლების მოქმედების მიმართ.


რუსეთის დიდ ქალაქებში მეორე დღეა ანტიტერორისტული თავყრილობები ეწყობა. სანკტ-პეტერბურგში ორშაბათს 40 ათასი ადამიანი შეიკრიბა, ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში დატრიალებული ხოცვა-ჟლეტის აღშფოთების გამოსახატავად. 7 სექტემბერს კი მოსკოვში ორჯერ მეტმა მოქლაქემ მოიყარა თავი. თუმცა, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ინიციატივით მოწყობილ ამგვარ თავყრილობებზე გამომსვლელები არაფერს ამბობენ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და პირიქით, ხელისუფლების ირგვლივ დარაზმვის აუცილებლობაზე ლაპარაკობენ. აი, როგორი მოწოდება გააკეთა სანკტ-პეტერბურგში გამართულ თავყრილობაზე კინორეჟისორმა ალექსეი გერმანმა.

[ალექსეი გერმანის ხმა] " როდესაც ფეხქვეშ ითელება ყველაფერი, როდესაც ადამიანი ბავშვს ჯერ ცოცხალ ფარად იყენებს, მერე გაქცევის წინ კი ყელს ჭრის, ეს უნდა მოსპო. რადგან ჩვენი სასჯელარსრულებითი სისტემა არასრულყოფილია, მათ ციხეების არ ეშინიათ, ისინი იქ ღიმილით მიდიან."

მაგრამ რუსეთის ბევრ მოქალაქეს სურს კრემლისგან მოისმინოს სიმართლე, თუ რა მოხდა სინამდვილეში ბესლანში. ვის ეკსირება პასუხისმგებლობა წარუმატებლობაზე, დიდძალ მსხვერპლზე და ოფიციალურ პირთა ურთიერთგამამრიცხავ ინფორმაციაზე. როგორც რადიო თავისუფლებას კულტურული ორგანზიაცია "ოსეთის" ხელმძღვანელმა ვალერი ტოკაზოვმა განუცხადა, პირველ რიგში ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გაირკვეს.


[ვალერი ტოკაზოვის ხმა] " საკუთარ საქციელზე ყველას მოუწევს პასუხისგება, და მათ შორის პრეზიდენტსაც. არავისთვის დასამალი არ არის, რომ ჩრდილოეთ ოსეთში პრეზიდენტ ძასოხოვის, მთავრობისა და მათ შორის ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების კორპუსისადმი ნდობა შორს დგას სასურველისაგან.


ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან განსხვავებით, რუსეთის მედია აკრიტიკებს რუსეთის ცენტრალურ ხელისუფლების უნარს, გადაჭრას მსგავსი კრიზისი. ყოველდღიური "მოკსოვსკი კომსომოლეცი" მესამე დღეა აქვეყნებს ინფორმაციას რუბრიკით -"სიცრუის ქრონიკა", რომელშიც თავმოყრილია ოფიციალურ პირთა ურთიერთგამომრიცხავი გამოთქმები ბესლანის მძევალთა კრიზისის პერიოდში. გაზეთი"იზვესტია" კი თვითმხილველთა და დამოუკიდებელ წყაროებზე დაყრდნობით ცდილობს შეავსოს ტრაგედიის სურათი. ამის გამო, ოღონდ სულ სხვა სარჩულით, ორშაბათს თანამდებობა დაატოვებინეს მთავარ რედაქტორს, რაფ შაკიროვს. აი, რა უთხრა რაფ შარიკოვმა რადიო "თავისუფლებას"საკუთარი გადადგომის მიზეზებზე.

[რაფ შაკიროვის ხმა] "მე დავტოვე თანამდებობა. მიზეზი შაბათის ნომერში გამოქვეყნებულ მასალებია, რომელიც ბესლანის ტერაქტს ეძღნებოდა. ჩემი და მასმედიის ხელმძღვანელობის აზრი გაიყო მასალების მიწოდების ფორმატთან დაკავშირებით. მათ მიიჩნიეს, რომ მასალები ძალზე ემოციური და მეტისმეტად პლაკატურია, რასაც პრინციპში გაზეთები არ აკეთებენ."

რუსული მედია, რომელსაც პუტინის მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვნად შეეზღუდა თავისუფლად მოქმედების არეალი, დაუფარავად აკრიტიკებს კრემლს, რომელმაც ბესლანის ტრაგედია გამოიყენა იმისათვის, რათა მიეჩქმალა მოსკოვში მომხდარი ტერაქტი და ორი სამგზავრო ლაინერის აფეთქების გამოძიება. მაგრამ ვლადიმირ პუტინი შეუვალია, მას არ სურს ბესლანი ტრაგედიის საჯარო გამოძიება და ვერ მალავს ზიზღს იმ პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც მოუწოდებენ მას დაიწყოს მოლაპარაკება ჩეჩენ სეპარატისტთა ლიდერ ასლან მასხსდოვთან. "არავის აქვს უფლება მოგვთხოვოს იმ ადამიანებთან მოლაპარაკება, ვინც ბავშვებს ხოცავს," ასეთია რუსეთის ლიდერის დამოკიდებულება და პუტინი არ აპირებს დათმობაზე წასვლას.
XS
SM
MD
LG