Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეისათვის ერაყში 175 ჯარისკაცით წარმოდგენილი


დღეისათვის ერაყში 175 ჯარისკაცით წარმოდგენილი საქართველოს სამხედრო კონტიგენტი 300 ერთეულამდე გაიზრდება.

დღეისათვის ერაყში 175 ჯარისკაცით წარმოდგენილი საქართველოს სამხედრო კონტიგენტი 300 ერთეულამდე გაიზრდება.
როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, ერაყის ქალაქ ბააკუბაში განაცხადა, ეს მოხდება ოქტომბერში, როდესაც საქართველო სამშვიდობო კონტიგენტის გეგმიურ ცვლას განახორციელებს. თუმცა, მინისტრის თქმით, მოსალოდნელი ზრდა მაინც არ მიაღწევს იმ მაჩვენებელს, რომელიც კონტრაქტით იყო განსაზღვრული. აქვე მოგახსენებთ, რომ მრავალეროვნული სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობასთან გაფორმებული კონტრაქტი საქართველოს მხრიდან ერაყში 500 ჯარისკაცის გაგზავნას გულისხმობდა.
XS
SM
MD
LG