Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანკარას ქურთების უმცირესობის სამოქალაქო და


ანკარას ქურთების უმცირესობის სამოქალაქო და კულტურული უფლებების დასაცავად მეტი ძალისხმევა მოეთხოვება

ანკარას ქურთების უმცირესობის სამოქალაქო და კულტურული უფლებების დასაცავად მეტი ძალისხმევა მოეთხოვება
ბლოკის გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი გიუნტერ ფერჰოიგენი აცხადებს, რომ ანკარას ქურთების უმცირესობის სამოქალაქო და კულტურული უფლებების დასაცავად მეტი ძალისხმევა მოეთხოვება. ფერფოიგენი აღნიშნავს, რომ ამ მხრივ მთავარი აქცენტები ქურთული ენის სწავლებაზე და საეთერო მაუწყებლობის გავრცელებაზე უნდა გაკეთდეს. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სეპარატისტ მეამბოხეებსა და თურქეთის არმიას შორის მომხდარ შეტაკებებთან დაკავშირებით კომისარი აღნიშნავს, რომ “ძალადობა პასუხი არ არის”. ფერჰოიგენის აზრით, “ქურთი მოქალაქეების პოლიტიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის გარანტირების საუკეთესო გზას ევროპასთან ინტეგრირება წარმოადგენს”. ევროკავშირის კომისარმა ფრიტს ბოლკეშტაინმა ბრიუსელში უკვე მერამდენედ გამოთქვა ეჭვი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირევბით. მისი აზრით, მაგალითად - უკრაინა და ბელორუსია ბევრად უფრო ევროპული ყაიდის ქვეყნებია, ვიდრე – თურქეთი. ევროკავშირის ლიდერები, ბლოკში გაწევრიანების თაობაზე, ანკარასთან შესაძლო მოლაპარაკებების დაწყების საკითხს დეკემბერში გადაწყვეტენ.
XS
SM
MD
LG