Accessibility links

logo-print

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის ჟურნალისტი ნანა


სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის ჟურნალისტი ნანა ლეჟავა და ოპერატორი ლევან თეთვაძე გაათავისუფლეს.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის ჟურნალისტი ნანა ლეჟავა და ოპერატორი ლევან თეთვაძე გაათავისუფლეს.
ჟურნალისტების მოსკოველმა ადვოკატმა გენადი ტოკინმა განაცხადა, რომ რუსეთის უშიშრების ფედერალურ სამსახურში დახურულია ჟურნალისტების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ოთხშაბათს ლეჟავასა და თეთვაძის პატიმრობიდან მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე განცხადება რუსეთის ელჩმა საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში გააკეთა. როგორც ჩხიკვიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთის საგარეო უწყებიდან მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ლეჟავასა და თეთვაძეს ოთხშაბათს გაათავისუფლებდნენ. ნანა ლეჟავა და ლევან თეთვაძე ხუთი დღის განმავლობაში იყვნენ დაკავებული რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ საზღვრის უკანონო გადალახვისა და სავიზო რეჟიმის დარღვევის ბრალდებით. ნანა ლეჟავა ბესლანის პირველ საშუალო სკოლაში განხორციელებულ ტერაქტს პირველი სექტემბრიდან აშუქებდა.
XS
SM
MD
LG