Accessibility links

logo-print

ჩრდილო ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტმა


ჩრდილო ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრ ძასოხოვმა დღეს ვლადიკავკაზში განაცხადა, რომ მისი მთავრობა გადადგება ბესლანში მომხდარ

ჩრდილო ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრ ძასოხოვმა დღეს ვლადიკავკაზში განაცხადა, რომ მისი მთავრობა გადადგება ბესლანში მომხდარ
ტრაგედიასთან დაკავშირებული კრიტიკის გამო. მისი თქმით, იგი მომავალი ორი დღის განმავლობაში დაიწყებს მთავრობის დათხოვნას. დღესვე რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა იური ბალუევსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის ტერორისტების ბაზების წინააღმდეგ იერიშები განახორციელოს მთელ მსოფლიოში. [ბალუევსკის ხმა] "ჩვენ ნებისმიერ ზომას მივმართავთ იმისთვის, რომ ადრეულ ეტაპზე გავანადგუროთ ტერორისტების ბაზები ნებისმიერ რეგიონში. ეს არ ნიშნავს, რომ ბირთვულ დარყმებს მივმართავთ. ვიმოქმედებთ ვითარების შესაბამისად." დღეს რუსეთში დასრულდა ორღდიანი გლოვა ბესლანში მოხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელშიც 326 მძევალი, მათ შორის ბევრი ბავშვი, იქნა მოკლული და 700-მდე ადამიანი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG