Accessibility links

logo-print

რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციისა და


რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტი

რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტი
მოსკოვსა და სოხუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით განმარტებას აქვეყნებს. მასში ნათქვამია: "შეგახსენებთ, რომ სოჭის შეთანხმებათა არსი (იგულისხმება აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მოძრაობის აღდგენა) იმაშია, რომ აღდგება და ამუშავდება კავშირი რუსეთისა და საქართველოს სარკინიგზო ქსელებს შორის. ამგვარად მოწესრიგდება მთელი სამხრეთი კავკასიის სარკინიგზო მიმოსვლა, რაშიც ერთობ დაინტერესებული არიან აღნიშნული რეგიონის ქვეყნები. მათ შორის, საქართველო და სომხეთი". საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა მოსკოვსა და სოხუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფად მიიჩნევს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის გამო პრეტენზიები წაუყენა რუსეთის ხელისუფლებას. რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანი ელჩი ვლადიმერ ჩხიკვიშვილი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას საერთაშორისო სამართლის ნორმების თვალსაზრისით კანონიერად მიიჩნევს. აფხაზეთში პარასკევს საზეიმო ცერემონია გაიმართა.
XS
SM
MD
LG