Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიის პოლიცია ავრცელებს ცნობას, რომ


ინდონეზიის პოლიცია ავრცელებს ცნობას, რომ ჯაკარტაში, ავსტრალიის საელჩოსთან მომხდარ

ინდონეზიის პოლიცია ავრცელებს ცნობას, რომ ჯაკარტაში, ავსტრალიის საელჩოსთან მომხდარ
აფეთქებაში რამდენიმე თვითმკვლელი თავდამსხმელი მონაწილეობდა. ინდონეზიის პოლიციის უფროსმა გამომძიებლმა წარმოადგინა უშიშროების კამერით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, რომ აფეთზებამდე რამდენიმე წამით ადრე ავსტრალიის საელჩოს მინი-ავტობუსი მიუახლოვდა. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ჯონ ჰავარდი ამბობს, რომ თავდასხმა ექსტრემისტული ჯგუფის - "ჯემა ისლამიას" მიერ იყო ორგანიზებული. ჰავარდის თქმით, ჯაკარტაში ნაპოვნი ასაფეთქებელი ნივთიერება 2002 წელს კუნძულ ბალიზე გამოყენებული ნივთიერების იდენტურია. ინდონეზიის პოლიცია უარყოფს ავსტრალიის მტკიცებას, თითქოს აფეთქებამდე 45 წუთით ადრე ინდონეზიის პოლიციამ მიიღო შეტყობინება ჯაკარტაში დასავლეთის სახელმწიფოების საელჩოებზე შესაძლო თავდასხმის შესახებ.
XS
SM
MD
LG