Accessibility links

logo-print

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია "ემნისტი


ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია "ემნისტი ინტერნეიშენალი"

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია "ემნისტი ინტერნეიშენალი"
ავრცელებს ცნობას, რომ ბელორუსიაში დაკავებული ორი დისიდენტი, რომლებმაც თითქოს შეურაცხყოფა მიაყენეს ალექსანდრ ლუკაშენკას, "სინდისის პატიმრები" არიან და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. ვალერი ლევონევსკისა და ალექსანდრ ვასილიევს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს იმის გამო, რომ ლუკაშენკაზე სატირულ ბროშურებს ავრცელებდნენ. ბროშურაში იყო დემონსტრაციაზე დასწრების მოზოდება და ანონიმი პოეტის ლექსი ბელორუსიაში ცხოვრების საზღაურის შესახებ. "ემნისტის" განცხადებით, ბელორუსია ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიულ ქვეყნად ითვლება.
XS
SM
MD
LG