Accessibility links

ერაყის დროებითი პრეზიდენტი ღაზი იავერი


ერაყის დროებითი პრეზიდენტი ღაზი იავერი რომში იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის შეხვდა.

ერაყის დროებითი პრეზიდენტი ღაზი იავერი რომში იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის შეხვდა.
ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ განცხადებები არ გაკეთებულა. იავერის ვიზიტს ჩრდილავს ის ფაქტი, რომ ერაყში მძევლად არის აყვანილი ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელი ორი იტალიელი ქალი. იტალიის მთავრობას ახლო აღმოსავლეთში გაგზავნილი ყავს წარმომადგენელი, რომელიც მძველების განთავისუფლებას შეეცდება. ალ-ყაიდის მხარდამჭერი გასამხედროებული დაჯგუფება იტალიას 24 საათიან ულტიმატუმს უყენებს. ისინი ირწმუნებიან, რომ გაათავისუფლებენ იტალიელ ქალბატონებს, თუკი მათ სანაცვლოდ განთავისუფლდება ორი მუსულმანი ქალი, რომლების ასევე ერაყის ტერიტორიაზე დააკავეს. ამის შესახებ განცხადება დღეს ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნდა.
XS
SM
MD
LG