Accessibility links

logo-print

რუსი ოფოციალური პირის, საგარეო უწყების


რუსი ოფოციალური პირის, საგარეო უწყების წარმომადგენელ ბორის მალახოვის განცხადებით, მოსკოვსა და სოხუმს შორის

რუსი ოფოციალური პირის, საგარეო უწყების წარმომადგენელ ბორის მალახოვის განცხადებით, მოსკოვსა და სოხუმს შორის
სარკინიგზო მიმოსვლის განახლება შეესაბამება 2003 წელს სოჭში, უმაღლესი დონის შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს სოჭი-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას. ამ საკითხს მალახოვი რადიოსადგურ "ეხო მოსკვისთან" ინტერვიუში შეეხო. მისივე თქმით, კომპანია “რუსეთის რკინიგზის” მიერ შეკეთებული რკინიგზის მონაკვეთი წარმოადგენს სოჭი-თბილისის მარშრუტის ნაწილს და მოსალოდნელია ანალოგიური სამუშაოების განხორციელება აღნიშნული გზის მთელს სიგრძეზე. სოხუმი-მოსკოვის მარშრუტზე პირველი მატარებელი, ათწლიანი შესვენების შემდეგ, პარასკევს, 10 სექტემბერს გავიდა, რასაც ოფიციალური თბილისის პროტესტი მოჰყვა.
XS
SM
MD
LG