Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს იმედი


აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს იმედი აქვს, რომ სომხეთის პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანთან

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს იმედი აქვს, რომ სომხეთის პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანთან
მის მოახლოებულ შეხვედრას წინსვლა მოჰყვება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მხრივ. როგორც ალიევმა დღეს ჩრდილო-დასავლეთ აზერბაიჯანში, ბარდაში სტუმრობისას აღნიშნა, ბევრია დამოკიდებული შეხვედრაზე, რომელიცმომავალ კვირაში, ოთხშაბათს ასტანაში უნდა გაიმართოს. ყაზახეთის დედაქალაქი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტს უმასპინძლებს. ალიევის განმარტებით, ქოჩარიანთან მოლაპარაკებამ, შესაძლოა, ნათელი მოჰფინოს იმას, თუ რამდენად ახლოსაა ორი მხარე რეალური, საფუძვლიანი მოლაპარაკების დაწყებასთან.
XS
SM
MD
LG