Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გადააყენა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გადააყენა ჩრდილოეთის ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გადააყენა ჩრდილოეთის ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი
კაზბეკ ძანტიევი და უშიშროების ფედერალური სამსახურის რეგიონული ხელმძღვანელი, ვალერი ანდრეევი. ეს ნაბიჯი მოჰყვა ბესლანის სკოლაში მძევლების აყვანასთან დაკავშირებულ ამბებს და, მძევლების გათავისუფლების ოპერაციისას, სულ მცირე 330 ადამიანის დაღუპვას. დღესვე, უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში გენერალური პროკურორის მოადგილე ვლადიმირ კოლესნიკოვმა განაცხადა, რომ მძევალთა აყვანაში მონაწილეების მეთაური რუსმა უშიშროების სამსახურის მუშაკებმა მოკლეს. გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ ჩეჩენ მეამბოხეებსაც გადაუხდიან ფულად ჯილდოს - 10 მილიონ დოლარს, თუ მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას მოჰყვება ჩეჩენი მეამბოხეების ორი მეთაურის, ასლან მასხადოვისა და შამილ ბასაევის შეპყრობა.
XS
SM
MD
LG