Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტების მესამე


აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტების მესამე წლისთავს აღნიშნავენ. პატივს მიაგებენ 3 000-მდე დაღუპულის ხსოვნას.

აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტების მესამე წლისთავს აღნიშნავენ. პატივს მიაგებენ 3 000-მდე დაღუპულის ხსოვნას.
ყველაზე მასშტაბური ცერემონია გაიმართა ნიუ-იორკში - იმ ადგილას, სადაც ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის ორი შენობა, მათში თვითმფრინავების შეჭრის შემდეგ, მიწასთან გასწორდა. იმ ადგილას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულების ხსოვნას, შემდეგ კი მათი სახელები წაიკითხეს: [ცერემონიის ნაწყვეტი] ცერემონიები გაიმართა ასევე პენტაგონში (იქ სამი წლის წინ ტერაქტმა 184 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა) და პენსილვანიის შტატში (იქ კი ტერორისტების მიერ გატაცებული მეოთხე თვითმფრინავი ჩამოვარდა და 44 ადამიანი დაიღუპა). აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ვაშინგტონიდან, რადიოთი პირდაპირ ეთერში მიმართა ამერიკელებს და პირობა დადო, რომ განაგრძობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. [ჯორჯ ბუშის ხმა]
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მსხვერპლს პატივი მიაგეს და მიაგებენ ასევე აშშ-ის სხვა კუთხეებში, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათს შორის საქართველოში.
XS
SM
MD
LG