Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა


საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა ამბობს, რომ საქართველო არ დაუშვებს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა ამბობს, რომ საქართველო არ დაუშვებს
არცერთი უცხო ქვეყნის თვითნებობას თავის ტერიტორიაზე. მინისტრის ეს კომენტარი მოჰყვა, როგორც საინფორმაციო სააგენტო პრაიმ-ნიუსი იუწყება, რუსეთის გენშტაბის უფროსის, იური ბალუევსკის განცხადებას, რომ რუსეთი უცხოეთშიც განახორციელებს პრევენციულ დარტყმებს ტერორისტების ბაზებზე. ამის შესახებ ბალუევსკიმ ხუთშაბათს ისაუბრა, ოღონდ არ დაუსახელებია ქვეყნები, რომელთა ტერიტორიაზეც შეიძლება განხორციელდეს დარტყმები. ხაინდრავას თქმით, ადრე საქართველოს ტერიტორია იბომბებოდა ყოველგვარი განცხადების გარეშე, მაგრამ ახლა სხვა დროა და ამის უფლება არავის მიეცემა.
XS
SM
MD
LG