Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი საქართველოსთან საგზაო და საჰაერო


რუსეთი საქართველოსთან საგზაო და საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვებს აწესებს.

რუსეთი საქართველოსთან საგზაო და საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვებს აწესებს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსი" იუწყება, მას საქართველოს საავტომობილო გზების ადმნისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩხიკვაძემ განუცხადა, რომ ადმინისტრაციას რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროდან ფაქსით აცნობეს შეზღუდვების დაწესებისა და საქართველოდან რუსეთის მიმართულებით საავტობუსო მარშრუტების გაუქმების შესახებ. ფაქსი რუსი კოლეგებისაგან მიიღო ასევე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ. ფაქსის ტექსტში ნათქვამია, რომ ქართულ თვითმფრინავებს 1 ოქტომბრიდან რუსეთის მიმართულებით საჰაერო რეისების განხორციელების უფლება ჩამოერთმევათ. ჩხიკვაძის ინფორმაციით, ამ საკითხის გარკვევაში უკვე ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
XS
SM
MD
LG