Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელის


აშშ-ის სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელის განცხადებით, ვაშინგტონს არა სჯერა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ

აშშ-ის სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელის განცხადებით, ვაშინგტონს არა სჯერა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ
ბირთვული გამოცდა ჩაატარა. პაუელის განმარტებით, მის ქვეყანას არ გააჩნია სამხილები, რომელიც ამგვარი გამოცდის ჩატარებას დაადასტურებდა. პაუელის ამ კომენტარამდე სამხრეთკორეელმა ოფიციალურმა პირებმა უარყვეს ვარაუდი, რომ ფხენიანს შესაძლოა ჩატარებული ჰქონდეს ბირთვული გამოცდა. ეს ვარაუდი გამოითქვა მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეაში გავრცელდა ინფორმაცია სამი დღის წინ ჩრდილოეთში ძლიერი აფეთქების აღრიცხვის შესახებ. აფეთქების მიზეზი ჯერ დაუდგენელია.
XS
SM
MD
LG