Accessibility links

რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი ივანოვის


რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი ივანოვის განცხადებით, მისი ქვეყანა გააუმჯობესებს უშიშროების ძალების მუშაობას

რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი ივანოვის განცხადებით, მისი ქვეყანა გააუმჯობესებს უშიშროების ძალების მუშაობას
და ითხოვს საერთაშორისო დახმარებას ტერაქტების დაგეგმვაში ეჭვმიტანილების შესაპყრობად. ამის თაობაზე ივანოვმა ტელეკომპანია “ნტვ”-სთან ინტერვიუში ისაუბრა და იქვე დაიცვა მოსკოვის უფლება, განახორციელოს პრევნციული დარტყმები ტერორისტების ბაზებად მიჩნეულ ობიექტებზე უცხოეთშიც. დღეს ამავე საკითხს შეეხო კიდევ ერთი უმაღლესი რანგის რუსი ოფიციალური პირი. მან - სახელმწიფო დუმის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმირ ვასილიევმა - მოითხოვა ახალი საერთაშორისო კანონი, რომელიც რუსეთს უფლებას მისცემს, ებრძოლოს ტერორიზმს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. ვასილიევის ეს მოთხოვნა, ისევე როგორც სერგეი ივანოვის განცხადება უკავშირდება ბესლანში ამ თვის დასაწყისში მოწყობილ თავდასხმას, რომელსაც ასობით მსხვერპლი მოჰყვა. ვასილიევმა ამ საკითხზე დღეს ისრაელში ტერორიზმის საკითხისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ტერორიზმის შესახებ კანონები საერთაშორისო სამართალში ისე უნდა შეიცვალოს, რომ მოხდეს საერთაშორისო ანტიტერორისტული ძალისხმევის კონსოლიდაცია.
XS
SM
MD
LG