Accessibility links

logo-print

ავღანეთის ქალაქ ჰერათში დღეს შედარებითი


ავღანეთის ქალაქ ჰერათში დღეს შედარებითი სიმშვიდე სუფევს

ავღანეთის ქალაქ ჰერათში დღეს შედარებითი სიმშვიდე სუფევს
- გუშინ იქ მომხდარი შეტაკებების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, შვიდი, ხოლო დაიჭრა ოცამდე ადამიანი. ქალაქის ასობით მცხოვრებმა პროტესტი გამოთქვა პროვინციის გუბერნატორის, ისმაილ ხანის გადაყენების გამო. მათ იერიში მიიტანეს გაეროს მისიის შენობაზე და ხელჩართული ბრძოლა გაუმართეს ამერიკელსა და ავღანელ ჯარისკაცებს. პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ისმაილ ხანი შაბათს გაათავისუფლა და იგი ახალი გუბერნატორით შეცვალა. თუმცა, კარზაიმ არაერთხელ აღნიშნა, რომ მან ხანი კი არ მოხსნა, არამედ, პირიქით, დააწინაურა - ავღანეთის ბუნებრივი რესურსებისა და მრეწველობის მინისტრის პოსტი შესთავაზა.
XS
SM
MD
LG