Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი კატეგორიულად უარყოფს რუსეთის მასმედიით


თბილისი კატეგორიულად უარყოფს რუსეთის მასმედიით გავრცელებულ ცნობებს ბესლანის ტერაქტში საქართველოს შესაძლო მონაწილეობის შესახებ.

თბილისი კატეგორიულად უარყოფს რუსეთის მასმედიით გავრცელებულ ცნობებს ბესლანის ტერაქტში საქართველოს შესაძლო მონაწილეობის შესახებ.
დღეს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ განაცხადა, რომ ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელია იმის მოსმენა და წაკითხვა, რაც ბესლანის ტრაგედიასთან საქართველოს კავშირის შესახებ ითქმება და იწერება. ხაინდრავას თქმით, ქართველები და ოსები ათასწლეულები ერთად ცხოვრობდნენ. "მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებასთან ამჟამად უთანხმოებაა, ქართველებსა და ოსებს შორის საერთო უფრო მეტია ვიდრე უთანხმოება" - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა. მან ასევე უარყო ცნობები, თითქოს პანკისის ხეობაში იმყოფებოდნენ ცალკეული ჯგუფები და პირები, რომლებიც დაკავშირებული არიან ბესლანის ტერაქტთან.
XS
SM
MD
LG