Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მემარჯვენე ოპოზიცია – მრეწველები, ახლები"


"მემარჯვენე ოპოზიცია – მრეწველები, ახლები" მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებენ, დსთ-დან საქართველოს გასვლის პროცედურა დაიწყოს იმ შემთხვევაში,

"მემარჯვენე ოპოზიცია – მრეწველები, ახლები" მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებენ, დსთ-დან საქართველოს გასვლის პროცედურა დაიწყოს იმ შემთხვევაში,
თუ 16 სექტემბერს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დანიშნული დსთ-ის სამიტი არ დაგმობს რუსეთის მიერ აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის ფაქტს და არ დაადასტურებს 1996 წელს ამავე გაერთიანების მიერ აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის მიმართ შემოღებულ სანქციებს. როგორც პარლამენტის ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიცია – მრეწველები, ახლების" წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაში დაძაბულობა ბოლო ათი წლის მანძილზე უმაღლეს ნიშნულს აღწევს. ჩიხრაძის თქმით, ამას ადასტურებს 10 სექტემბერს რუსეთის მიერ, თბილისთან შეუთანხმებლად, მოსკოვი-სოხუმის სარკინიგზო ხაზის აღდგენა, რაც ეწინააღმდეგება 1996 წელს დსთ-ის სამიტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. "უსუსურია არგუმენტი, თითქოს სარკინიგზო ხაზის აღდგენა კომერციული სტრუქტურების მიერ ხდებოდეს, რადგან მიმოსვლის აღდგენისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას, სოხუმში, ესწრებოდა რუსეთის გზათა მიმოსვლის მინისტრი გენადი ფადეევი" - აღნიშნა ჩიხრაძემ.
XS
SM
MD
LG