Accessibility links

logo-print

აშშ-ის სამხედრო ავიაციამ და არტილერიამ


აშშ-ის სამხედრო ავიაციამ და არტილერიამ იერიში მიიტანეს რამდენიმე ობიექტზე

აშშ-ის სამხედრო ავიაციამ და არტილერიამ იერიში მიიტანეს რამდენიმე ობიექტზე
ცენტრალური ერაყის ქალაქ ფალუჯაში, რის შედეგადაც, სულ ცოტა, 16 ადამიანი დაიღუპა და ოცზე მეტი - დაშავდა. ადგილობრივი ექიმების ცნობით, დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები. როგორც აშშ-ის სარდლობამ განმარტა, დარტყმების ობიექტები იყო სამალავები, რომლებსაც თავს აფარებენ ცნობილი იორდანიელი ტერორისტის, აბუ მუსაბ ზარყავის მხარდამჭერები. დღესვე, ერაყის გარდამავალი მთავრობის თავმჯდომარემ იად ალავიმ განაცხადა, რომ საყოველთაო არჩევნები ქვეყანაში დაგეგმილ ვადებში - იანვარში მოეწყობა, მიუხედავად იმისა, რომ ერაყში არ წყდება ძალადობის აქტები.
XS
SM
MD
LG