Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრეზიდენტი ღაზი იავერი ნატოს


ერაყის პრეზიდენტი ღაზი იავერი ნატოს და ევროკავშირს მოუწოდებს დაეხმარონ მის ქვეყანას არჩევნების წინ სტაბილიზებაში.

ერაყის პრეზიდენტი ღაზი იავერი ნატოს და ევროკავშირს მოუწოდებს დაეხმარონ მის ქვეყანას არჩევნების წინ სტაბილიზებაში.
ის დღეს ბრიუსელში სტუმრობდა.
გაეროში ერაყის წარმომადგენელმა ფეიზალ ამინ ისტრაბადიმ უშიშროების საბჭოს უთხრა, რომ არჩევნები მოეწყობა იანვარში და გაეროს დახმარება იქნება საჭირო უბნების გასამართავად.

ერაყში დღეს ორი ტერაქტი მოეწყო. დაიღუპა 69 ადამიანი. პასუხისმგებლობა მომხდარზე იკისრა “ტაუჰიდ ვალ ჯიხადმა” – “ერთობა და წმინდა ომმა”, რომელსაც, ვარაუდობენ, რომ “ალ ყაიდასთან” აქვს კავშირი.
ერთი თავდასხმა მოხდა პოლიცის შენობასთან, ბაღდადში. ბაღდადის ჩრდილოეთში - ბაკუბაში 11 პოლიციელი და მათი მძღოლები დახოცეს თავდამსხმედლებმა.
XS
SM
MD
LG