Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ასტანაში გააკრიტიკა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ასტანაში გააკრიტიკა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი.
პაუელმა სამშაბათს განაცხადა, რომ კრემლის ხელისუფლების გაძლიერებამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს რუსეთში დემოკრატიულ რეფორმებს. [ლავროვის ხმა] "მეტი რომ არა ვთქვათ, უცნაურია, რომ როცა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საუბრობდა შეშფოთებაზე, მისი თქმით, დემოკრატიული ღირებულებებისგან რუსეთის ფედერაციის დაშორებაზე, იგი ეცადა გაემეორებინა არაერთხელ ნათქვამი აზრი, რომ დემოკრატია შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ტიპის, ვინმეს მოდელზე დამყარებული სისტემა." ამავე დროს ლავროვმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი რეფორმა და კანონმდებლობის ცვლილება რუსეთის საშინაო საქმეა.
XS
SM
MD
LG