Accessibility links

logo-print

სერბიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზორან ჯინჯიჩის


სერბიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზორან ჯინჯიჩის მკვლელობასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი ნოემბრისთვის გადაიდო.

სერბიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზორან ჯინჯიჩის მკვლელობასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი ნოემბრისთვის გადაიდო.
სასამართლოს ცნობით, გადაწყვეტილება დაკავშირებულია საბერძნეთიდან ერთ-ერთი ბრალდებულის, დეიან მილენკოვიჩის ექსტრადიციის პროცესთან. მისმა ვექილებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილება მილენკოვიჩის ექსტრადიციის თაობაზე. ზორან ჯინჯიჩი ბელგრადში იქნა მოკლული გასული წლის მარტში. მკვლელობის ორგანიზებასა და შესრულებაში 13 ადამიანს ედება ბრალი.
XS
SM
MD
LG