Accessibility links

logo-print

ყაზახეთის დედაქალაქში დამთავრდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა


ყაზახეთის დედაქალაქში დამთავრდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების სამიტი,

ყაზახეთის დედაქალაქში დამთავრდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების სამიტი,
რომლის მონაწილეებიც, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, ერთხმად მიემხრნენ რუსეთის ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ. დედაქალაქ ასტანაში გამართულ სამიტში მონაწილე პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელშიც სოლიდარობას უცხადებენ რუსეთის ანტიტერორისტულ ძალისხმევას. ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის განცხადებით, თანამეგობრობა განიხილავს უშიშროების საბჭოს შექმნის შესაძლებლობას: [ნაზარბაევის ხმა] “არის წინადადება, შეიქმნას უშიშროების საბჭო, რომელიც თავს მოუყრის საგარეო საქმეთა მინისტრებს, თავდაცვის მინისტრებს, სასაზღვრო უწყებებისა და სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს”. დღესვე თანამეგობრობის სამიტის მონაწილეებმა ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
XS
SM
MD
LG