Accessibility links

logo-print

უკრაინაში ოპოზიციის ათასობით მომხრემ აღნიშნა


უკრაინაში ოპოზიციის ათასობით მომხრემ აღნიშნა ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის გაუჩინარების მეოთხე წლისთავი.

უკრაინაში ოპოზიციის ათასობით მომხრემ აღნიშნა ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის გაუჩინარების მეოთხე წლისთავი.
კიევის ცენტრალურ მოედანზე 3 000-მდე ადამიანმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ღონღაძის ხსოვნას. ლვოვში კი 200-მდე ადამიანმა სანთლები დაანთო და ასე მიაგო პატივი 24 ჟურნალისტის ხსოვნას, რომელიც უკრაინაში 1991 წლის შემდეგ არის მოკლული. ღონღაძის თავმოკვეთილი ცხედარი კიევის სიახლოვეს იპოვეს 2000 წლის ნოემბერში, ორ თვეში გაუჩინარების შემდეგ. ღონღაძე აქვეყნებდა მასალებს მთავრობაში კორუფციის შესახებ. ზოგი გამოთქვამს ვარაუდს, რომ მის მკვლელობაში პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას და უშიშროების სამსახურის ხელი ურევია. ოფიციალური პირები უარყოფენ ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG