Accessibility links

ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირმა


ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირმა საგრძნობლად გააფართოვა

ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირმა საგრძნობლად გააფართოვა
ეკონომიკური ურთიერთობა სამხრეთი კავკასიის ქვეყნებთან. რომანო პროდი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის ჩართვა ევროკავშირის სამეზობლო ინიციატივაში ამ ქვეყნებთან ურთიერთობაში გადამწყვეტი მომენტი იყო. თუმცა, ბაქოში ყოფნისას პროდიმ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა პოლიტიკური, ეკონომიკური რეფორმები უნდა გაატაროს იმისთვის, რომ ევროკავშირთან მომავალი ურთიერთობა უზრუნველყოს: [პროდის ხმა] "ცხადია, ევროკომისიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თვეების მანძილზე აზერბაიჯანმა გაატაროს რეფორმები დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა, კანონის უზენაესობის, საბაზრო ეკონომიკისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. კავკასიურ ტურნეს რომანო პროდი საქართველოში აგრძელებს.
XS
SM
MD
LG