Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ნებისმიერი


რუსეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ნებისმიერი დათმობა ტერორისტებთან

რუსეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ნებისმიერი დათმობა ტერორისტებთან
ურთიერთობაში ზრდის მათ აგრესიას და მეტის მოთხოვნის საფუძველს აძლევს, ზრდის მსხვერპლს. პუტინის ეს განცხადება ეხმიანება დასავლეთის ზოგიერთი ლიდერის მოწოდებას ჩეჩენ სეპარატისტებთან დიალოგზე წასვლის თაობაზე. ვლადიმირ პუტინი დასავლეთს ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში სდებს ბრალს. მოსკოვში მერების მსოფლიო კონფერენციის დახურვაზე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა: [პუტინის ხმა] "ახლა რუსეთში ძალიან სერიოზულად ვემზადებით ტერორისტების წინააღმდეგ პრევენციული მოქმედებისთვის, მაგრამ კანონის, კონსტიტუციის ნორმებისა და, რასაკვირველია, საერთაშორისო სამართლის ნორმების მკაცრი დაცვით".
XS
SM
MD
LG