Accessibility links

logo-print

ლიტვის პრემიერ მინისტრმა ალგირდას ბრაზაუსკასმა


ლიტვის პრემიერ მინისტრმა ალგირდას ბრაზაუსკასმა თავდაცვის საბჭოს

ლიტვის პრემიერ მინისტრმა ალგირდას ბრაზაუსკასმა თავდაცვის საბჭოს
შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ლიტვის მთავრობა მიიღებს შესაბამის ზომებს ლიტვიდან მოქმედი საინტერნეტო გვერდის "კავკაზცენტრ.კომ-ის" დახურვისთვის. როგორც გითხარით, ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერმა, შამილ ბასაევმა ხომ სწორედ ამ საიტის საშუალებით გაავრცელა განცხადება. ლიტვის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ლიტვის კანონი კრძალავს ტერორიზმის პროპაგანდასა და ეთნიკური შუღლის გაღვივებას. "კავკაზცენტრ.კომ"-ი მოქმედებს სერვერიდან, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან ცნობილი ლიტველი დისიდენტის ვიკტორას პეკტუსის ბინაშია მოთავსებული. პეკტუსმა ბრაზაუსკასი პოლიტიკურ ზეწოლაში დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG