Accessibility links

logo-print

საქართველო მონდომებულია უახლოეს მომავალში დააკმაყოფილოს


საქართველო მონდომებულია უახლოეს მომავალში დააკმაყოფილოს ის სტანდარტები, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის მიერ ევროკავშირის ასოცირებული წევრობის სტატუსის მისაღებად

საქართველო მონდომებულია უახლოეს მომავალში დააკმაყოფილოს ის სტანდარტები, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის მიერ ევროკავშირის ასოცირებული წევრობის სტატუსის მისაღებად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტთან, რომანო პროდისთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. ბურჯანაძის ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტი, შეხვედრაზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხით დაინტერესდა. “ყველა კრიტიკულ ვითარებაში, იქნებოდა ეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი თუ სხვა მნიშვნელოვანი პრობლემა, ევროკავშირისგან ყოველთვის იყო მხარდამჭერი განცხადებები და გზავნილები” – აღნიშნა მადლობის ნიშნად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ხოლო რომანო პროდიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი კვლავაც დაეხმარება საქართველოს კონფლიქტების მოგვარებისთვის საჭირო “სტრატეგიული შემოთავაზებებით” და მოსახლეობისთვის კონფლიქტების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებით.
XS
SM
MD
LG