Accessibility links

logo-print

ერაყის ქალაქ კირკუკში ერთ-ერთმა თვითმკვლელმა


ერაყის ქალაქ კირკუკში ერთ-ერთმა თვითმკვლელმა მეამბოხემ ავტომანქანაში თავი აიფეთქა

ერაყის ქალაქ კირკუკში ერთ-ერთმა თვითმკვლელმა მეამბოხემ ავტომანქანაში თავი აიფეთქა
ერაყის ქალაქ კირკუკში ერთ-ერთმა თვითმკვლელმა მეამბოხემ ავტომანქანაში თავი აიფეთქა და სულ მცირე 20 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აფეთქება ხალხმრავალ ადგილას მოხდა. ეს, ბოლო დღეების განმავლობაში, ერაყის უშიშროების ძალების წინააღმდეგ მიმართული მესამე მასშტაბური შეტევაა: 14 სექტემბერს, ბაღდადში, პოლიციის პოსტთან ახლოს, ავტომობილის აფეთქების შედეგად 47 ადამიანი დაიღუპა; ხოლო 17 სექტემბერს, იგივე ტიპის შემთხვევას, დაახლოებით 6 ოფიცრის სიცოცხლე შეეწირა.
ქალაქ მოსულში ცეცხლი გაუხსნეს ნავთობ პროდუქტების მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელის მოჰამედ ზიბარის ესკორტს. დაიღუპა პირადი დაცვის 4 წევრი. თავად ის კი, სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.
XS
SM
MD
LG