Accessibility links

logo-print

ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით


ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხემ იმატა

ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხემ იმატა
ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ალი ახმად ჯალალის თქმით, 9 ოქტომბერს დანიშნილ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხემ იმატა. სულ ახლახან, საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, ქაბულთან ახლოს, თავდასხმა ავღანეთის მოქმედ პრეზიდენტზე ჰამიდ კარზაიზეც მოხდა.
ჯალალის განცხადებით, მისი სამინისტრო ფლობს ინფორმაციას, რომ თალიბანი და ალ-ყაიდა სერიოზული შეტევისთვის ემზადებიან და რომ მათ ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის გასწვრივ უკვე გაიმყარეს პოზიციები. არჩევნების ჩაშლის თავიდან აცილებისა და ვითარების სტაბილიზების მიზნით, ავღანეთში საჭირო ხდება ნატოს სამშვიდობო ძალების უფრო აქტიური ჩარევა.
XS
SM
MD
LG