Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია “ალ-ჯაზირას” მიერ გავრცელებული ცნობით


ტელეკომპანია “ალ-ჯაზირას” მიერ გავრცელებული ცნობით, წმინდა ომის – ჯიჰადის მიმდევარი შეიარაღებული ჯგუფი ბაღდადში დაკავებული ორი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი მძევლის მოკვლით იმუქრება

ტელეკომპანია “ალ-ჯაზირას” მიერ გავრცელებული ცნობით, წმინდა ომის – ჯიჰადის მიმდევარი შეიარაღებული ჯგუფი ბაღდადში დაკავებული ორი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი მძევლის მოკვლით იმუქრება
ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი შეერთებული შტატები დაკავებულ ერაყელ ქალებს არ გაათავისუფლებს.არაბულმა საინფორმაციო ტელეარხმა, კატარიდან, დღეს აჩვენა ვიდეოფირი, რომელზეც ნიღბიანი მამაკაცი და სამი თვალახვეული ტყვეა ასახული. ალ-ჯაზირას ინფორმაციით, ჯიჰადის მიმდევრები, მძევლების დახოცვამდე, შეერთებულ შტატებს ერაყელი პატიმარი ქალების გასათავისუფლებლად მხოლოდ 48 საათს აძლევენ. წმინდა ომის წინამძღოლად მიიჩნევა იორდანელი აბუ მუსა ზარყავი, რომლის შეპყრობისთვისაც შეერთებულმა შტატებმა ჯილდოდ - 25 მილიონი დოლარი დააწესა.
XS
SM
MD
LG