Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასწარი მონაცემებით, ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში


წინასწარი მონაცემებით, ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ნურუსლთან ნაზარბაევის მხარდამჭერი პარტიები

წინასწარი მონაცემებით, ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ნურუსლთან ნაზარბაევის მხარდამჭერი პარტიები
საგრძნობლად ლიდერობენ. ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით პრეზიდენტის მხარდამჭერმა პარტიამ ამ დრომდე დათვლილი ხმების 43 პროცენტი მიიღო. პრეზიდენტის ქალიშვილ – დარიგას პარტია "ასარმა" კი 19 პროცენტი. 17 პროცენტით მესამე ადგილზეა ოპოზიციური პარტია "აკ ჟოლ"-ი. ყაზახეთის ამომრჩეველი დღეს აქტიურობით არ გამოირჩეოდა, 8,5 მილიონი ამომრჩევლის მხოლოდ 54 პროცენტი მივიდა საარჩევნო უბნებზე. სადეპუტატო მანდატებისთვის 620 კანდიდატი იბრძვის. ოპოზიციის ლიდერები არჩევნების სამართლიანობას ეჭვქვეშ აყენებენ. ამ ეჭვს ეთანხმება ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაც, რომელიც ჯერ კიდევ არჩევნებამდე საარჩევნო კამპანიის დროს არსებულ უხეშ დარღვევებზე აცხადებდა. ყახაზეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა კვირას ამომრჩევლებს მოუწოდა სტაბილურობისთვის მიეცათ ხმა: [ნაზარბაევის ხმა] "სტაბილურობა ქვეყანაში... დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ მას დაუჭერენ მხარს ყაზახები და არა ცარიელ დაპირებებს "ოქროს მთების" შესახებ, რომელიც არ განხორციელდება".
XS
SM
MD
LG